კორონავირუსის პირველი შემთხვევა სუმოში

ოფიციალურად – კორონავირუსმა სუმოს სამყაროშიც შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, იაპონიაში უსაფრთხოების ნორმები საკმაოდაა გამკაცრებული, COVID-19-ით უცნობი რიკიში დაინფიცირდა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი კორონავირუსით ერთ-ერთი რიკიში დაინფიცირდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ასევე უცნობია თუ რომელი ჰეიას წევრია დაინფიცირებული. წყაროს მტკიცებით, ჰეიას სხვა წევრები და მომსახურე პერსონალი იზოლირებულები არიან. ამ წუთისათვის, რიკიშის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო – ჰარუ ბაშო, რომლის ტრიუმფატორიც ჰაკუჰო გახდა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

 

(3472)

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სუმოში

სტატიის ავტორი
-