მარტის ბაშო | ლიდერთა სია და სუმოისტების გამომუშავებული თანხა | მე-9 დღე

13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება.

ტურნირზე, ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.


სად ტარდება ბაშო?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი


მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.


ლიდერთა სია


2022 წლის რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეიბს, 9 დღის მონაცემებით ტურნირის საჩემპიონო ცხრილს ექს-ოძეკი ტაკაიასუ დაუმარცხებლად ლიდერობს. 8-8 მოგებას კი სამი სუმოისტი აფიქსირებს – განვლილი ბაშოს ჩემპიონი – ოძეკი მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და კოტონოვაკა.


სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა | 8 დღის მონაცემები


მიტაკეუმი – 102 კენშო (40,800$)

ტაკაკეიშო – 77 კენშო (30,800)

ტერუნოფუჯი – 74 კენშო (29,600$)

აბი – 45 კენშო (18,000$)

ენდო – 44 კენშო (17,600$)


ტოჩინოშინი


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 3


ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზეა გამწესებული. ქართველი ექს-ოძეკი ამ დროისათვის, 6 მოგებასა და 3 მარცხს აფიქსირებს. სამწუხაროდ, გამომუშვებული კენშოების რაოდენობით 8 დღის შემდეგ ათეულს მიღმაა.


 

მარტის ბაშო | ლიდერთა სია და სუმოისტების გამომუშავებული თანხა | მე-9 დღე

სტატიის ავტორი
-