ნოემბრის ბაშო იოკოძუნების გარეშე ჩატარდება

სუმოს მოყვარულებს წელიწადში 6 სუპერტურნირის ხილვა შეუძლიათ, თუმცა 2020 წელი პანდემიიდან გამომდინარე ამ მხრივ განსხვავებული გამოდგა, ვინაიდან მაისის ბაშო საერთოდ არ ჩატარდა.

წლევანდელი წლის უკანასკნელი სუპერტურნირი ნოემბრის, ანუ კიუშუ ბაშოა, რომელიც 8 ნოემბრიდან იღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტურნირზე იასპარეზებს ქართველი გოლიათი ტოჩინოშინიც, რომელიც მე-7 მაეგაშირას პოზიციაზეა წარმოდგენილი.

მაყურებელთათვის სამწუხაროდ ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურნირს გამოაკლდება იოკოძუნა კაკურიუ.

მონღოლი სუმოისტისათვის ეს რიგით მე-3 ბაშო იქნება, რომელსაც ან ვერ ამთავრებს ბოლომდე ან საერთოდ არ ასპარეზობს. უკანასკნელი ასპარეზი, რომელზეც კაკურიუმ სრული შედეგი დააფიქსირა მარტის ანუ ჰარუ ბაშო გახლდათ, სადაც 15 შეხვედრიდან 12 მოგებით დაასრულა.

ახლახანს, ასევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბრის ბაშო იოკოძუნების გარეშე ჩაივლის – ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო ტურნირიდან ტრავმის მიზეზით მოეხსნა.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად მაღალხარისხიანი პირდაპირი ეთერის ყურება Live.ge-ის ვებგვერდსა და Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ყოველდღიურად 11:00 საათიდან, შეგეძლებათ.

(351)

ნოემბრის ბაშო იოკოძუნების გარეშე ჩატარდება

სტატიის ავტორი
-