რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ტოჩინოშინმა კენშოებით

15.17K
ნახვა

დასრულდა ტოკიოში მიმდინარე სუმოს მაისის სუპერტურნირი – ნაცუ ბაშო, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მებრძოლებმა ტოჩინოშინმა (10-5) და გაგამარუმ (9-6).

ტოჩინოშინმა დასახული გეგმა შეასრულა და ათი მოგებული ორთაბრძოლით ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

10 მოგებული ბრძოლის განმავლობაში ტოჩინოშინს 104 კენშო მოუგროვდა, რაც დაახლოებით 41600 დოლარის ოდენობის თანხაა (თითო კონვერტში 400$ ექვივალენტის თანხაა განთავსებული).

მომდევნო ანუ ნაგოია ბაშო 7 ივლისს აიღებს სტარტს და რა თქმა უნდა, 15 დღის განმვალობაში გაგრძელდება.

(15170)

რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ტოჩინოშინმა კენშოებით

სტატიის ავტორი
-