რამდენი გამოიმუშავეს სუმოისტებმა ჰარუ ბაშოზე?

დასრულდა 2019 წლის რიგით მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო, სადაც შეუდარებელი იყო ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო, იგივე “თეთრი ფენიქსი”. ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, იყო მნიშვნელოვანი და პრინციპული დაპირისპირებების კასკადი, რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სპონსორები გყავდა. ჰარუ ბაშოზე ჰაკუჰომ “ძენშო იუშო” დააფიქსირა ანუ წაუგებლად მოიგო ბაშო (15-0).

გთავაზობთ 5 რიკიშის, რომლებმაც ჰარუ ბაშოზე ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს:

ჰაკუჰო 340 კენშო – 136 000 დოლარი + 10 მილიონი იენი (90 000 დოლარი) ჩემპიონობისათვის.

გოეიდო 276 კენშო – 110 400 დოლარი.

ტაკაკეიშო 237 კენშო – 94 800 დოლარი.

ტაკაიასუ 122 კენშო – 48 800 დოლარი.

მიტაკეუმი 92 კენშო – 36 800 დოლარი.

 

რამდენი გამოიმუშავეს სუმოისტებმა ჰარუ ბაშოზე?

სტატიის ავტორი
-