სიღნაღში სუმოს სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

25 მაისს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს 2019 წლის პირველ ბაშოს, რომელიც ქალაქ სიღნაღში გაიმართება.

ტურნირის მიზანს ქართველი რიკიშების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება და საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდია:

  • I ადგილი – 1000 ლარი;
  • II ადგილი – 500 ლარი.

1000 ლართან ერთად, ბაშოს გამარჯვებული მიიღებს ტოჩინოშინის კიმონოს, ხელმოწერასთან ერთად.

რეგისტრაცია გაგრძელდება 23 მაისის ჩათვლით. ტურნირზე მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით ორგანიზატორებს დევების ბაშოს FB გვერდზე.

 

(312)

სიღნაღში სუმოს სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

სტატიის ავტორი
-