სუმოს ასოციაციამ სექტემბრის ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ სექტემბრის ბაშოსთვის ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის სათავეში იოკოძუნა კაკურიუა, რომელიც მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს – ის აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნაა, ხოლო მისი თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰო დასავლეთის პირველ ნომრად იქნა განმწესებული.

ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს და შეეცდება პრესტიჟული წოდების დაცვას, ვინაიდან ის აკი ბაშოზე კადობანშია ჩაყენებული და დადებითი ბალანსის ვერ დაფიქსირების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოძეკის წოდება დაკარგა ტაკაკეიშომ, რომელიც მიმდინარე ბაშოზე ე.წ. “ოძეკივაკეს” წოდებით იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოძეკის პრივილეგიას გამოიყენებს და თუ 10 მოგება დააფიქსირა წოდებას აღიდგენს, რეალურად ტაკაკეიშო დასავლეთის პირველი სეკივაკეს რანგით წარსდგება აკი ბაშოზე.

რაც შეეხება მეორე ქართველს, თეიმურაზ ჯუღელს ანუ გაგამარუს, მის შემთხვევაში საკმაოდ რთული ვითარებაა, ვინაიდან ის სუმოს მამებმა წარუმატებელი ნაგოია ბაშოს შემდეგ ჯურიოს მე-10 საფეხურამდე დააქვეითეს.

8 სექტემბრიდან 15 დღის განმავლობაში Live.ge ტრადიციულად შემოგთავაზებთ პირდაპირ რეპორტაჟებს ფეისბუქ გვერდზე.

(8046)

სუმოს ასოციაციამ სექტემბრის ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი
-