სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია

სუმოს სამყაროში ყოველწლიურად 6 ტურნირი იმართება, აქედან 3 იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კერძოდ კი რიოგოკუ კოკუგიკანის შესანიშნავ სასახლეში.

რიოგოკუ კოკუგიკანში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობა, გიგანტური პორტრეტების წრეა, რომლებიც სახურავიდან ეშვებიან. 

სუპერტურნირების პირდაპირი ტრანსლაციების დროს, პორტრეტები იაპონელი რეჟისორების ყურადღების ცენტრში საკმაოდ ხშირად ექცევა.


სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია 1

პოსტერები, რომლებიც რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლის ზედა ნაწილში წრიულადაა წარმოდგენლი ზომაში საკმაოდ დიდია: სიგრძე – 3.17მ; სიგანე – 2.22მ.


რა პრინციპით, რამდენი ხნით და რატომ კიდებენ მებრძოლთა პოსტერებს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში?


იმისათვის, რომ სუმოისტის გიგანტური პორტრეტი (პოსტერი) აღმოჩნდეს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში, ის ბოლო 32 ბაშოდან ერთ-ერთის, უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის გამარჯვებული უნდა იყოს. 

პოსტერი ტოკიოს საბრძოლო ცენტრს 32 ბაშოს გასვლის შემდეგ “ემშვიდობება”, იაპონური სუმოს ასოციაციის წარმომადგენლები პოსტერს ხსნიან და საჩუქრად უგზავნიან სკოლებს, ტაძრებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს.


სამი მებრძოლის – ვაკანოჰანას, მუსაშიმარუსა და მიენოუმის გიგანტური პორტრეტები რიოგოკუს რკინიგზის სადგურშია განთავსებული, ახლახანს ჩამოთვლილ სამეულს მეოთხე, გენიალური და ბრწყინვალე იოკოძუნა ჩიონოფუჯიც დაემატა.


სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია 2

ჩიონოფუჯის პოსტერის გახსნა


ამჟამად რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში 13 სუმოისტს აქვს ჩემპიონობის აღმნიშვნელი პოსტერი, მათი ნახევარი კი ჰაკუჰოს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ გიგანტურ პორტრეტზე ტოჩინოშინიცაა გამოსახული, რაც 2018 წლის იანვრის ბაშოს ჩემპიონობითაა განპირობებული.


სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია 3

ტოჩინოშინის საჩემპიონო პორტრეტი


პოსტერზე გამოსახული მებრძოლი სტანდარტულად საკუთარი კენშო-მავაშითაა შემოსილი. ერთადერთი პრეცედენტი, რომელიც მხოლოდ მავაშით იყო გამოსახული ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ გახლდათ.


სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია 4

კოტოოშუს არასტანდარტული პოსტერი (მხოლოდ მავაშით)


2014 წლამდე შავ-თეთრ პოსტერებს სუზუე სატო ზეთის საღებავებით აფერადებდა, ის არის იაპონელი ქალბატონი, რომელიც ამ ყველაფერს საკუთარი ხელით 62 წლის მანძილზე აკეთებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ის აღნიშნულ საქმიანობას ვეღარ ეწევა, იაპონელები შავთეთრი პოსტერების ნაცვლად ციფრულ ფერად ფოტოებზე გადავიდნენ.

სულ მალე ტოკიოში არსებულ სუმოს მთავარ საბრძოლო სასახლეში მე-14 სუმოისტის პოსტერიც გამოჩნდება – ეს გახლავთ შოდაი, რომელმაც ორიოდე დღის წინ, დიდი ხნის ნანატრი პირველი იუშო მოიპოვა…

(235)

სუმოს საჩემპიონო პორტრეტების ისტორია

სტატიის ავტორი
-