ტოჩინოშინი: “ძნელი იქნება მაგრამ მაქსიმალურად მოვინდომებ რომ ოძეკობა დავიბრუნო”

მაისის ბაშოს დაწყებამდე 2 კვირით ადრე იაპონური სუმოს ასოციაცია განახლებულ სუმოს რეიტინგს გამოაქვეყნებს, სადაც ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ოფიციალურად დაკარგავს ოძეკის ტიტულს და სეკივაკემდე ჩამოქვეითდება.

ცნობილი ფაქტია, რომ ოძეკებს ერთი დიდი პრივილეგია აქვთ, იმ შემთხვევაში თუ ისინი ზედიზედ ორჯერ დააფიქსირებენ უარყოფით ბალანსს წოდებას კარგავენ, თუმცა მესამე ბაშოზე 10 მოგების დაფიქსირების შემთხვევაში წოდებას ავტომატურად იბრუნებენ. მაისის ბაშოსთან დაკავშირებით ტოჩინოშინმა ერთ-ერთ გავლენიან მედიაგამოცემასთან (daily.co.jp) საუბრისას საკუთარი აზრი დააფიქსირა.

“ვფიქრობ და ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად მოვინდომებ, რომ ოძეკობა დავიბრუნო. მიზანი მხოლოდ ერთია 15 შეხვედრიდან მინიმუმ 10-ის გამარჯვებით დასრულება”, – განაცხადა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა.

შეგახსენებთ, რომ მაისის ანუ ნაცუ ბაშო 12 მაისს დაიწყება და 26 მაისს დასრულდება. სუმოს პირდაპირი რეპორტაჟების ყურება ტრადიციულად Live.Ge-ის ფეისბუქ გვერდზე შეგეძლებათ.

Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ფალავანს ამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი შეჯიბრის წინ.

 

(539)

ტოჩინოშინი: “ძნელი იქნება მაგრამ მაქსიმალურად მოვინდომებ რომ ოძეკობა დავიბრუნო”

სტატიის ავტორი
-