ტოჩინოშინი: “მუხლი მაწუხებს”

როგორც მოგეხსენებათ კვირას, 8 მარტს, ოსაკაში სუმოს წლის რიგით მეორე სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო აიღებს სტარტს. მოახლოებულ ბაშოსთან დაკავშირებით ტოჩინოშინმა Live.ge-სთან კომენტარი გააკეთა :

“არამიშავს, კარგად ვარ, მუხლი მტკივა ცოტა. კარანტინია აქ, კლუბიდან გარეთ ვერ გავდივართ, პირბადეებით დავდივართ, თუ რაიმე აუცილებელი არაა გარეთ არ გვიშვებენ. ბაშო ხვალ იწყება და მაყურებლის გარეშე ტარდება. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის”

8-დან 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან Live.ge ჰარუ ბაშოს პირდაპირ რეპორტაჟებს Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ტრადიციულად, ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.

(2027)

ტოჩინოშინი: “მუხლი მაწუხებს”

სტატიის ავტორი
-