ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 11 დღის შემდეგ

13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტი სექტემბრის ანუ აკი ბაშომ აიღო, რომელში მონაწილეობას ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც ღებულობს.

ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი პროგნოზირება თუ ვინ შეძლებს ჩემპიონობას, თითქმის შეუძლებელია.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სპონსორების რიხცვი საგრძნობლად შემცირდა. გთავაზობთ 11 დღის შემდეგ გამომუშავებული კენშოებისა და თანხის რაოდენობას (Top 5):

1) ტაკაკეიშო – 171 კენშო ≈ $68 400

2) ასანოიამა – 104 კენშო ≈ $41 600

3) ტერუნოფუჯი – 73 კენშო ≈ $29 200

4) მიტაკეუმი – 49 კენშო ≈ $19 600

5) ტოჩინოშინი – 47 კენშო ≈ $18 800

(484)

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 11 დღის შემდეგ

| სუმო, სხვა |
სტატიის ავტორი
-