ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა ნოემბრის ბაშოზე

2020 წლის უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი 8 ნოემბერს დაიწყო და 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა – საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონობა ოძეკი ტაკაკეიშომ მოიპოვა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ნოემბრის ბაშოზე:

1) ტაკაკეიშო – 275 კენშო $110,000

2) ტერუნოფუჯი – 91 კენშო $36,400

3) ენდო – 70 კენშო $28,000

4) დაიეიშო – 47 კენშო $18,800

5) მიტაკეუმი – 44 კენშო $17,600

სამწუხაროდ ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინი, რომელმაც 15 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო, ამ სტატისტიკური მაჩვენებლით ათეულს მიღმაა.

(10553)

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა ნოემბრის ბაშოზე

| სუმო |
სტატიის ავტორი
-