ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე

2021 წლის გამხსნელი სუმოს სუპერტურნირი 10 იანვარს დაიწყო და რა თქმა უნდა, 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.

გთავაზობთ TOP 10 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰაცუ ბაშოზე:

1) ასანოიამა – 172 კენშო $68,800

2) შოდაი – 148 კენშო $59,200

3) მიტაკეუმი – 122 კენშო $48,800

4) დაიეიშო – 116 კენშო $46,400

5) ტერუნოფუჯი – 96 კენშო $38,400

6) ენდო – 82 კენშო $32,800

7) ტაკარაფუჯი – 71 კენშო $28,400

8) ტაკაიასუ – 60 კენშო $24,000

9) ტაკაკეიშო – 47 კენშო $18,800

10) ონოშო – 36 კენშო $14,400


მე-7 საბრძოლო დღის ბოლო შეხვედრა ტოჩინოშინსა და ტაკაკეიშოს შორის გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა – გამარჯვებულმა 30 კენშო აიღო, რაც დაახლოებით 12,000$-ია.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა ექს-ოძეკიმ ტურნირი 4 მოგებითა და 11 მარცხით დაასრულა.

ასევე გეტყვით, რომ ჰაცუ ბაშოზე ჯამში 1270 კენშო იყო გამოყოფილი.

(9624)

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე

სტატიის ავტორი
-