ვინ რამდენი გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე 7 დღის შემდეგ (ტოპ 5)

2021 წლის გამხსნელი სუმოს სუპერტურნირი 10 იანვარს დაიწყო და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს იანვრის ბაშოს პირველი შვიდი დღის შემდეგ:

1) დაიეიშო – 70 კენშო $28,000

2) შოდაი – 68 კენშო $27,200

3) მიტაკეუმი – 63 კენშო $25,200

4) ტაკარაფუჯი – 57 კენშო $22,800

5) ტაკაკეიშო – 47 კენშო $18,800


მე-7 საბრძოლო დღის ბოლო შეხვედრა ტოჩინოშინსა და ტაკაკეიშოს შორის გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა – გამარჯვებულმა 30 კენშო აიღო, რაც დაახლოებით 12,000$-ია.


შეგახსენებთ, რომ ქართველი ექს-ოძეკი ტურნირზე 7 საბრძოლო დღის შემდეგ, უარყოფითი ბალანსით, 2 მოგებით და 5 მარცხით აგრძელებს ასპარეზობას.

(7722)

ვინ რამდენი გამოიმუშავა ჰაცუ ბაშოზე 7 დღის შემდეგ (ტოპ 5)

| სუმო, სხვა |
სტატიის ავტორი
-