Belive

სუმოს განახლებული რეიტინგი: ქართველები საფრთხის ქვეშ

5 წლის წინ სხვა
2 წთ
27 აგვისტოს იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. როგორც ყველასათვის მოსალოდნელი იყო ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა და აკი ბაშოზე დასავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს. ქართველი ოძეკი კადობანშია ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ამ ბაშოზე სულ მცირე მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში)  უნდა დააფიქსიროს (8-7). კადობანში ჩაყენება გამოიწვია ლევანის ტრავმამ, რომლის გამოც მას წინა ბაშოზე მე-6 დღის დასრულების შემდეგ ტურნირიდან გამოთიშვა მოუწია. ამ დროისათვის მისი ბალანსი 5 მოგებასა და 1 წაგებას ითვლიდა, თუმცა დარჩენილი 9 დღე მას წაგებად ჩაეთვალა რაც საბოლოოდ უარყოფით ბალანსს ქმნიდა. სუმოს წესების მიხედვით, როდესაც ოძეკი უარყოფით ბალანსს აფიქსირებს მას კადობანში აყენებენ, იმ შემთხვევაში თუ შემდეგ ბაშოზე ოძეკი დადებითი ბალანსის დაფიქსირებას ვერ ახერხებს - იგი კარგავს წოდებს. რაც შეეხება მეორე ქართველს - თეიმურაზ ჯუღელს, ამ შემთხვევაში მდგომარეობა საკმაოდ ცუდადაა, მიუხედავად მის მიერ დაფიქსირებული მინიმალური უარყოფითი ბალანსისა წინა ბაშოზე (7-8), სუმოს მამებმა იგი ორნახევარი საფეხურით დააქვეითეს. სექტემბრის ბაშოზე გაგამარუ ჯურიოს დივიზიონის აღმოსავლეთის მე-12 ნომრად არის წარმოდგენილი, რაც იმის მაუწყებელია რომ მას აუცილებლად მართებს დადებითი ბალანსის დაფიქსირება. მოგეხსენებათ, შემოდგომის პირველი ბაშო (აკი ბაშო) 9 სექტემბერს აიღებს სტარტს და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ფალავნებს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გთავაზობთ მაკუუჩი დივიზიონის განახლებულ ბანძუკეს:
გთავაზობთ ჯურიოს დივიზიონის განახლებულ ბანძუკეს:

სხვა სტატიები