Belive

სუმოს სამყაროს მალე ახალი იოკოძუნა ეყოლება

2 წლის წინ სხვა
2 წთ
2021 წლის რიგით მეოთხე სუმოს სუპერტურნირი, ივლისის ანუ ნაგოია ბაშო დასრულებულია. ტურნირის ჩემპიონი ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც საფინალო დღეს, თანამედროვე სუმოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი, ოძეკი ტერონოფუჯი უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში დაამარცხა. მე-15 დღისათვის ჰაკუჰოსა და ტერუნოფუჯის მარცხის გრაფაში ნულიანი ეწერათ, რაც ავტომატურად იმის მანიშნებელი იყო, რომ რომელიღაც მათგანი "ძენშო იუშოს" (წაუგებლად მოგებული ბაშო) ჩაიწერდა აქტივში. იაპონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტერუნოფუჯის რამდენიმე დღეში ოფიციალურად მიანიჭებენ იოკოძუნას სტატუსს, რაც სუმოს იერარქიაში საუკეთესო წოდებაა. ტერუნოფუჯისთვის ივლისის ბაშო ოძეკის რანგში ჩატარებული მეორე ბაშო იყო მას შემდეგ, რაც გაცდენილი პერიოდის შემდეგ სუმოს დაუბრუნდა (ინფორმაციული ჩანართი - ტერონოფუჯიმ ოძეკობა 2015 წელს მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებისა და ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი ჩაუვარდა, რის გამოც ასპარეზობის დაწყება ფაქტობრივად ნულიდან მოუწია. 2019 წლის მარტში მონღოლმა მებრძოლმა რიგით მე-5 დივიზიონიდან, ჯონიდანიდან დაიწყო ასპარეზობა და დღეის მონაცემებით სუმოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლია), თუმცა საყურადღებოა, რომ განვლილი 2 ბაშოს ჩემპიონი სწორედ ამ სტატიის მთავარი გმირი მონღოლი სუმოისტი იყო. ზემოთხსენებული წარმატებული ბაშოების შედეგად იაპონური სუმოს ასოციაცია რამდენიმე დღეში ტერუნოფუჯის იოკოძუნად წარდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს. მე-14 საბრძოლო დღეს ტერუნოფუჯის მწვრთნელმა განაცხადა, რომ მის მოსწავლეს 13 მოგება ჰყოფნიდა იმისათვის, რომ იოკოძუნა გამხდარიყო, მას კი იმ დროისათვის ბალანსი 14:0-ზე ჰქონდა. ამრიგად, სუმოს სამყაროს რამდენიმე დღეში ახალი იოკოძუნა ეყოლება, აღნიშნულ ინფორმაციას იაპონური მედიაგამოცემა JapanTimes ადასტურებს.

სხვა სტატიები