Belive

სუპერ ბოულის სუპერ შოუ | Dr. Dre, სნუპ დოგი, ემინემი, მერი ჯეი ბლაიჯი, კენდრიკ ლამარი და 50 Cent

2 წლის წინ სხვა
2 წთ
აშშ-ში ამერიკული ფეხბურთის Super Bowl Sunday გაიმართა - დღე, რომელსაც მილიონობით ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ელოდება. მისი პოპულარობა მხოლოდ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ჩამორჩება, თუმცა სუპერ ბოული ამარარტო სპორტული, არამედ ასევე მარკეტინგული და მუსიკალური თვალსაზრისითაც საინტერესოა.  2022 წლის სუპერ ბოულის შესვენებაზე, მაყურებლის წინაშე ლოს-ანჯელესის რეპის 3 ტიტანი, Dr. Dre, სნუპ დოგი და კენდრიკ ლამარი წარსდგნენ. მათთან ერთად, ორიგინალურ სცენარში, დეტროიტის ცოცხალი ლეგენდა, ემინემი, მერი ჯეი ბლაიჯი და 50 Cent მონაწილეობდნენ. ზედიზედ მესამედ, მიმდინარე წლის შოუს ორგანიზებაზე კომპანია Roc Nation ზრუნავდა, რომლის ხელმძღვანელიც Jay-Z გახლავთ. შოუს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესახებ "ტვიტი" მეფე ლებრონმაც გამოაქვეყნა. შოუ ლეგენდარულმა Dr. Dre-მ და სნუპ დოგმა The Next Episode-ით გახსნეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 56 და 50 წლის ასაკში რეპერები ისევ ახალგაზრდულ, ენერგიულ და მუხტის მომცემ ატმოსფეროს ქმნიან - საკამათო საკითხია, თუმცა შესაძლოა ისინი დღემდე სცენიდან იმაზე მეტს გასცემენ, ვიდრე ეს თანამედროვე რეპერებს შეუძლიათ. The Next Episode, 2 Pac-ის California Love, In Da Club, Lose Yourself და სხვ. ყველაფერს თხრობით არ მოგიყვებით და გეტყვით, რომ მიმდინარე წლის სუპერ ბოულის შოუ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ახლა კი, ისიამოვნეთ

სხვა სტატიები