Belive

ტაიფუნ ჰაგიბისის მომდევნო მსხვერპლი იაპონიის გრან-პრი გახდა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიაში ტაიფუნი ჰაგიბისი მძვინვარებს, რის გამოც რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი (ახალი ზელანდია - იტალია და ინგლისი - საფრანგეთი) გაუქმდა. რაგბის მსოფლიო თასის გაუქმებული მატჩების პარალელურად, ტაიფუნმა ჰაგიბისმა ფორმულა 1-ის იაპონიის გრან-პრისაც დაასვა დაღი. ტაიფუნის გამო, შაბათს დაგეგმილი პრაქტიკები და საკვალიფიკაციო რბოლა გაუქმდა. იაპონიის გრან-პრის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრაქტიკები და საკვალიფიკაციო რბოლა შაბათის ნაცვლად კვირას ჩატარდება. წყაროს მტკიცებით, ცვლილებები არ შეეხება რბოლის თარიღს და იგი კვირას, ადგილობრივი დროით 14:10 საათზე აიღებს სტარტს. ფორმულა 1-ის მმართველი ორგანოს (FIA) წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიის საავტომობილო ფედერაციასა და ფორმულა 1-ის რბოლის საორგანიზაციო ჯგუფთან კომუნიკაციის შემდეგ იქნა მიღებული. "FIA და ფორმულა 1 აღნიშნულ გადაწყვეტილებას მრბოლელების, გულშემატკივრებისა და ყველა იმ პერსონალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს, რომლებიც სუზუკას ტრეკზე იქნებიან წარმოდგენილი." 2014 წელს, იაპონიის გრან-პრის მსვლელობისას ტაიფუნი ფანტომი მძვინვარებდა. აღნიშნული რბოლის დროს ინციდენტი მოხდა, რომელსაც ფორმულა 1-ის პილოტი ჟულეს ბიანკი ემსხვერპლა.

სხვა სტატიები