Belive

ტაისონ ფიური ენტონი ჯოშუას დამცირებას განაგრძობს

4 წლის წინ სხვა
2 წთ
2 ივნისს მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ კარიერის განმავლობაში პირველი მარცხი განიცადა ენდი რუიზის წინააღმდეგ. აღნიშნულ ბრძოლამდე ჯოშუას 22-დან 22 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, აქედან 21 კი ნოკაუტით. ენტონი ჯოშუას მარცხს მისი თანამემამულე ტაისონ ფიური აქტიურად ეხმაურება, მან ენტონი ჯოშუას მიმართ დამამცირებელი სიტყვები არ დაიშურა: "ჯოშუა დამარცხდა ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც დროის უმეტესობას შოკოლადების ჭამაში ატარებს, ამის შემდეგ სპორტში აღარაფერი გესაქმება..." "ენტონი ჯოშუას ბრძოლის სტილი ენდი რუიზის წინააღმდეგ შეხვედრის დაწყებიდანვე განწირული იყო" ენტონი ჯოშუასა და ენდი რუიზის დაპირისპირების საკონტრაქტო დეტალებში მატჩ-რევანშის მოთხოვნა შესაძლებელი იყო, სწორედ მატჩ-რევანშის მოთხოვნა აქვს დაგეგმილი ენტონი ჯოშუას, რომელიც სავარაუდოდ 2019 წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს, ტაისონ ფიური აღნიშულ საკითხსაც კრიტიკურად გამოეხმაურა: "თუ ენტონი ჯოშუა მატჩ-რევანშშიც დამარცხდება, მან კარიერა უნდა დაასრულოს." "ვფიქრობ, რომ ენდი რუიზ ჯუნიორი ენტონი ჯოშუაზე უკეთესი მოკრივეა, თუ მატჩ-რევანშის გამარჯვებული ისევ ენდი რუიზი იქნება ენტონი ჯოშუას აღარაფერი ესაქმება უაილდერთან და ფიურისთან." თუ რამ გამოიწვია ამხელა აგრესია ბრიტანელ მოკრივეებს შორის, ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტი ერთია: ფიური ერთ შანსსაც არ უშვებს ხელიდან, რომ ენტონი ჯოშუა გალანძღოს.  

სხვა სტატიები