Belive

ტაისონ ფიურიმ ყველა დროის 5 საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე დაასახელა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
iFL TV-სთან საუბარში, ტაისონ ფიურიმ ყველა დროის ხუთი საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე დაასახელა. WBC-ის ვერსიით, მძიმეწონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონის ხუთეულში საკმაოდ სახელოვანი მოკრივეები მოხვდნენ. ტაისონ ფიურის საუკეთესო ხუთეული: მუჰამედ ალი, ლარი ჰოლმსი, ლენოქს ლუისი, ჯო ლუისი, როკი მარჩიანო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულის პარალელურად, ტაისონ ფიურიმ 5 საუკეთესო მოქმედი მძიმეწონოსანი მოკრივეც დაასახელა - გასაკვირი არაა, რომ პირველ ადგილზე მან საკუთარი თავი დააყენა: ტაისონ ფიური, დეონტეი უაილდერი, ენტონი ჯოშუა, ოლექსანდრ უსიკი, დილიან უაითი.  

სხვა სტატიები