Belive

ტაისონი: "ჰოლიფილდს ყურს ისევ მოვაჭამდი"

3 წლის წინ სხვა
1 წთ
 1997 წლის 28 ივლისს, მაიკ საიტონი ევანდერ ჰოლიფილდს დაუპირისპირდა, რაც ორივე მოკრივეს ძვირად დაუჯდა: ერთმა დისკვალიფიკაცია მიიღო, მეორემ კი ყურის ზემო ნაწილი დაკარგა. თუმცა, მაიკ ტაისონის განცხადებით, სცენარის განმეორების შემთხვევაში, ის ევანდერ ჰოლიფილდს ყურს კვლავ მოაჭამდა. "მე ვთქვი, რომ ამას აღარასოდეს გავაკეთებდი, მაგრამ არა, ეს განმეორდებოდა. თუკი ის ისევე მოიქცეოდა, მას ყურს კვლავ მოვაჭამდი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შინაგანად, მისი მოკვლა მინდოდა, გონება დაბინდული მქონდა და გამწარებული ვიყავი. კარგია თუ ცუდი, ჩემს დიდებას არავის გავატან. ასე რომ, ვიბრძოლებ ყველაფრისთვის, რისთვისაც ბრძოლა ღირს. ეს ჩემი დიდებაა და მასზე პასუხისმგებლობასაც ვიღებ", - აღნიშნა ტაისონნმა.

იხილეთ ინციდენტი


შეგახსენებთ, რომ 54 წლის მოკრივეს ნოემბრის ბოლოს რინგზე დიდხნიანი შესვენების შემდეგ ვიხილავთ: ტაისონი როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდება. ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ოპრა უინფრის შოუში, ტაისონმა ჰოლიფილდს ინდიცენდის გამო ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

სხვა სტატიები