Belive

ტაისონის საინტერესო ისტორია | სცემდა ბავშვებს, შემდეგ კი მათ მამებს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიო კრივის ლეგენდის, მაიკ ტაისონის შესახებ SportBible საინტერესო ცნობას აქვეყნებს. 12 წლის ტაისონი საკუთარი ასაკის ბავშვებს სცემდა, ხოლო შემდეგ მათ მამებსაც უსწორდებოდა. "ვცემდი ბავშვებს, შემდეგ კი ისინი მიდიოდნენ საკუთარ მამებთან, მე კი მათაც ანალოგიურად ვუსწორდებოდი", - იხსენებს ტაისონი. როგორც ცნობილი ხდება ტაისონისათვის ქუჩური ჩხუბი აუცილებლობას წარმოადგენდა და ამას თავადაც ადასტურებს. "დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ან 4 ქუჩური ჩხუბი უნდა მქონოდა, თანაც 12 წლის ასაკში უკვე ძალიან დიდი წონის ვიყავი", - აცხადებს ლეგენდარული მოკრივე. მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე ტაისონს ყოველთვის ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, 13 წლის ასაკისათვის კი ის უკვე 38-ჯერ იყო დაკავებული (არ იგულისხმება პატიმრობა). ტაისონი პირველ ჩხუბს იხსენებს, სადაც ის მასზე უფროს ბიჭს დაუპირისპირდა "ჩემი პირველი ჩხუბის მიზეზი მოპარული მტრედი იყო, მან მე მტრედი მომპარა!" "მას ვთხოვე, რომ ჩემი მტრედი დაებრუნებინა, ამის ნაცვლად კი ჩემს ფრინველს თავი მოაგლიჯა. შემდეგ დამარტყა, რა დროსაც ერთმა იქვე მყოფმა ადამიანმა მითხრა, რომ მას შევბრძოლებოდი, ამ შეძახილის მერე იწყება ჩემი "საბრძოლო" კარიერა" "მოდიოდნენ სხვა უბნებიდან და მოჰყავდათ ძლიერი ახალგაზრდები, რომ ჩემთან ეჩხუბათ, თუმცა მე ყველას ვუსწორდებოდი" "მთელი ჩემი ცხოვრება ძალადობრივი ქმედებებით იყო დატვირთული, მაგრამ მე მოძალადე არ ვარ. გიჟურად ჟღერს არა? თუმცა ასეა", - ყვება დაისონი. ამჟამად 55 წლის მებრძოლის კარიერა 58 პროფესიონალურ ორთაბრძოლას ითვლის, საიდანაც 50 მისი გამარჯვებით დასრულდა, 44 შემთხვევაში კი მაიკმა მისი ოპონენტი ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები