Belive

ტაკაკეიშო ნაცუ ბაშოს მოეხსნა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციის საიტზე განთავსებული ინფორმაციიის თანახმად ოძეკი ტაკაკეიშო მაისის ბაშოს მოეხსნა. შეგახსენებთ რომ მან ტრავმა გუშინ, კომუსუბი მიტაკეუმისთან ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო, მისმა ოიაკატამ განაცხადა რომ ტაკაკეიშო დღეს დილით შემოწმებას გაივლიდა და თუ ვარჯიშისას კიდევ იგრძნობდა ტკივილს ისინი აღარ გარისკავდნენ და 22 წლის ოძეკი ტურნირს მოეხსნებოდა. ეს კი იმის მაუწყებელია რომ ტაკაკეიშო ივლისის ბაშოსთვის კადობანში იქნება და წოდების დაცვა მოუწევს, მის დღევანდელ მეტოქეს, ტამავაშის კი გამარჯვება დაუფიქსირდება. ასევე გაირკვა ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქის ვინაობა, ქართველი გოლიათი ხვალ სეკივაკე იჩინოჯოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები