Belive

ტაკაკეიშო ნაგოია ბაშოზე არ იქნება, შესაბამისად ოძეკობა დაკარგა!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
გავლენიანი იაპონური მედიაგამოცემა JapanTimes ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოძეკი ტაკაკეიშო ნაგოია ბაშოზე არ იასპარეზებს. JapanTimes იუწყება, რომ თავად სუმოისტი ძალიან ცდილობდა, რომ ბაშოზე ეასპარეზა, მოხსნის გადაწყვეტილებაც უშუალოდ მისი მწვრთნელიდან გამომდინარეობს. "ძალიან ძნელად ვეგუები იმ ფაქტს, რომ ბაშოზე არ ვიქნები, ეს ჩემი ოიაკატას გადაწყვეტილებაა, თუმცა მირჩევნია ტრავმა საბოლოოდ მოვიშუშო და შემდეგ უფრო დიდი მიზნებისთვისა და წოდებებისათვის ვიბრძოლო", - განაცხადა ტაკაკეიშომ. ტაკაკეიშო 1969 წლიდან მოყოლებული (მაშინ როდესაც ოძეკობასთან დაკავშირებით "კადობანის" პრინციპი დაინერგა) სუმოს ისტორიაში პირველი მებრძოლია ვინც ოძეკის ტიტული მოპოვებიდან 2 ბაშოს შემდეგ დაკარგა. შეგახსენებთ ნაგოია ბაშო 7 ივლისს აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება, პირდაპირ რეპორტაჟების ქართული კომენტირებით ხილვა კი ტრადიციულად Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე, ყოველდღე დილის 11:00 საათიდან შეგეძლებათ.

სხვა სტატიები