Belive

ჭადრაკის კლუბმა "ნონა" ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის ვიცე-ჩემპიონია. საბერძნეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ფინალში "ნონა" "მონტე კარლოს" შეხვდა. პარტიები ყაიმით, 2:2 დასრულდა. დამატებით პარტიებში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ნახევარფინალში "ნონამ" რუსული კლუბი 3:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები