25 ივნისს ევროპულ თამაშებში ქართველი მოჭიდავეები ჩაერთვებიან

ხვალ, 25 ივნისს, მინსკის ევროპული თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

საქართველოს ნაკრების სახელით ხვალ 4 სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ლომთაძე (-57 კგ); ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ) სანდრო ამინაშვილი (-86 კგ) და გივი მაჭარაშვილი (-125 კგ).

-57 კგ

პირველი საქმეში ლაშა ლომთაძე ჩაერთვება. თბილისის დროით 12:00 საათზე ლაშა 1/8 ფინალში სერბ – სტივენ მიჩიჩს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში იგი 1/4 ფინალში გავა და მისი ბრძოლა 13:40 საათზე გაიმართება, ხოლო 1/4 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში იგი ნახევარფინალში იჭიდავებს, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

-74 კგ

-74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას უძლიერესი ავთანდილ კენჭაძე დაიცავს. ავთანდილ კენჭაძე პირდაპირ 1/4 ფინალური ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე, რუსი – ზაურბეკ სიდაკოვი იქნება. კენჭაძის საბრძოლველად თბილისის დროის 14:00 საათზე გამოვა. გამარჯვების შემთხვევაში იგი ნახევარფინალში გავა, სადაც ბრძოლას თბილისის დროით 19:20 საათზე ჩაატარებს.

-86 კგ

-86 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას თბილისის დროით 13:10 საათზე სანდრო ამინაშვილი ჩაერთვება. სანდრო ამინაშვილის მეტოქე შვეიცარიელი – სტეფან რეიჩმუტი იქნება. გამარჯვების შემთხევაში იგი 1/4 ფინალში გავა, რომელიც 14:10 საათზე დაიწყება. თუკი ქართველი ფალავანი შეძლებს გამარჯვებას და 1/2 ფინალში გავა, იგი ასპარეზობაში თბილისის დროით 19:40 საათზე ჩაერთვება.

-125 კგ

მძიმე წონაში საქართველოს სახელით გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს. გივი მაჭარაშვილი 1/4 ფინალში გასასვლელად თბილისის დროით 13:20 საათზე იჭიდავებს. იგი ფინელ – ჯერე ჰეინოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მაჭარაშვილი 1/4 ფინალში გავა, სადაც თბილისის დროით 14:20 საათზე იჭიდავებს, ხოლო თუ მან 1/4 ფინალში გაიმარჯვებს და ნახევარფინალში გავა, ფინალური საგზურისთვის თბილისის დროით 20:00 საათზე იჭიდავებს.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

(790)

25 ივნისს ევროპულ თამაშებში ქართველი მოჭიდავეები ჩაერთვებიან

სტატიის ავტორი
-