გენო პეტრიაშვილი ალანების გამარჯვებულია!

რუსეთში UWW-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის “ალანები” ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ფალავანი ჩემპიონობისათვის იბრძოდა.

ბექა ლომთაძე (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენლებს რამაზან ფერზალიევს და ტიმურ ბიჟოევს დაეჭიდნენ. ბექა ლომთაძე ფინალში 4:3 დამარცხდა, ასევე ავთანდილ კენჭაძეც რუს მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მძინეწონოსანი გენო პეტრიაშვილის მეტოქე კი ირანელი ჯაბერ ტაგი სადესადე იყო, რომელიც გენომ მარტივად დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

(1126)

გენო პეტრიაშვილი ალანების გამარჯვებულია!

სტატიის ავტორი
-