გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ნახევარფინალშია (ვიდეო)

828
ნახვა

მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.

ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა, გივი მაჭარაშვილმა (125კგ).

ახალგაზრდა მოჭიდავემ ჯერ 1/8-ფინალში ფინელი ჰეინო ჯერე 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუმინელ, ჩინტოან რარესს 14:3 აჯობა.

გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ, ჯამალუდინ მაგომედოვს შეხვდება. 1/2-ფინალები 19:00-ზე დაიწყება.

რაც შეეხება ავთო კენჭაძესა (74კგ) და სანდრო ამინაშვილს (86კგ), ორივე მათგანი მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში წაგებით გამოეთიშა.

იხილეთ მაჭარაშვილის 1/4-ფინალური ბრძოლა ფინელთან: 

(828)

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ნახევარფინალშია (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-