ხვალ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 

20-23 ოქტომბერს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. მათი შემადგენლობა მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე ბუდაპეშტშია.

რაც შეეხება ბერძნულ-რომალური სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ისინი ხალიჩაზე 24-28 ოქტომბერს გამოვლენ. ნაკრები უნგრეთში 23 ოქტომბერს გაემგზავრება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყვამ შემადგენლობა დაასახელა. თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსგავსად, ბერძნულ-რომალულშიც საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია.
60 კგ – დავით ჩხარტიშვილი.
63 კგ – ლაშა მარიამიძე.
67 კგ – შმაგი ბოლქვაძე. 
72 კგ – გიორგი ხუჭუა.
77 კგ – თორნიკე ძამაშვილი.
82 კგ – ლაშა გობაძე. 
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი. 
97 კგ – რევაზ ნადარეიშვილი. 
130 კგ – იქაკობ ქაჯაია. 

(137)

ხვალ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

სტატიის ავტორი
-