ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

25 ოქტომბერს სტარტი აიღო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს სახელით დღეს 4 სპორტსმენი ასპარეზობს.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ნუგზარ წურწუმია ასპარეზობს, რომელმაც 1/8 ფინალში რუსი ფალავანი  ვასილი ტოპოევი 11:9 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრაზილიის სახელით მოასპარეზე სარგის ხაჩატრიანი იქნება.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა მარიამიძე ასპარეზობდა, თუმცა მან საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვდრა დათმო თურქ რაჰმად ბილიჩისთან.

72 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას გიორგი ხუჭუა იცავდა, თუმცა მან საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანელ ფრანკ სტაებლერთან დათმო.

82 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლაშა გობაძე იცავს, მან დათმო ირანელ აბდვალისთვის მერვედფინალური შეხვედრა.

(124)

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

სტატიის ავტორი
-