ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ სტივესონი კარიერას WWE-ში გააგრძელებს

თავისუფალ ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მძიმეწონოსანი, გეიბლ სტივესონი კარიერას WWE-ში გააგრძელებს.

ოლიმპიადის შემდეგ, ახალგაზრდა ამერიკელის სპორტის სახეობის შეცვლაზე ბევრი იწერებოდა. გეიბლის მიმართ ინტერესი UFC-დან დანა უაითსაც ჰქონდა, თუმცა სტივესონმა არჩევანი WWE-ზე გააკეთა.

“ვფიქრობ, რომ ის ქარიზმა და თავდაჯერება, რომელიც მე მაქვს, WWE-ის ხალიჩას მარტივად და სწრაფად გადაედება. ვგრძნობ, რომ შემიძლია მქონდეს კარგი როლი და გავაკეთო ყველაფერი სრულყოფილად,” – ამბობს სტივესონი.

შეგახსენებთ, რომ სტივესონმა ოლიმპიური თამაშების ფინალში ქართველი, გენო პეტრიაშვილი ბრძოლის დასრულებამდე 0,4 წამით ადრე დაამარცხა.

ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ სტივესონი კარიერას WWE-ში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-