ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ.

მსოფლიოს ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. საქართველოს სახელით, კონკურენციაში შემდეგი სპორტსმენები ჩაებმებიან:

57 კგ – გოგა ძიგუა

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ – ედემი ბოლქვაძე

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ – ავთანდილ კენჭაძე

79 კგ – ნიკა კენჭაძე

86 კგ – სანდრო ამინაშვილი

92 კგ – ირაკლი მწითური

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი

ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-