ჭიდაობა – ოთხი ქართველი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერები არიან, ხოლო იური ლომაძე მესამე ადგილზეა, რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას – ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი საკუთარი წონის ლიდერებად გვევლინებიან.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

UWW-მ თავისუფალი ჭიდაობის მსგავსად ბერძნულ-რომაულშიც გაანახლა რეიტინგი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე კვლავინდებურად პირველ პოზიციებს იკავებენ, წურწუმიას (55 კგ) 74 ქულა აქვს და 22 ქულით უსწრებს ყაზახ ზაკანშას ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აშკარა უპირატესობით მოუგო, 82 კგ-ში მსოფლიოს რეიტინგს 60 ქულით ლაშა გობაძე უდგას სათავეში. ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ასპარეზობის შემდეგ იური ლომაძემ (72 კგ) მსოფლიო რეიტინგში 34 ქულით მესამე ადგილზე ამოინაცვლა.

ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ამირან შავაძე (60 კგ) მეთვრამეტე, გიორგი მელია (97 კგ) მეცამეტე, მძიმეწონოსნები მსოფლიოს პრიზიორი და ევროპულის თამაშევიბის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია მერვე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული მეთხუთმეტე ადგილებს იკავებენ.

თავისუფალი ჭიდაობა

ლომთაძე 61 კგ კატეგორიაში 78 ქულით ლიდერებს და დიდი სხვაობით უსწრებს ინდოელ ავარეს (41 ქულა) და რუს იდრისოვს (40 ქულა), მძიმეწონოსან პეტრიაშვილის 80 ქულა აქვს და მთელი 40 ქულით უსწრებს ოლიმპიურ ჩემპიონი თურქ ტაგა აკგულს.

წყარო: GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

(2587)

ჭიდაობა – ოთხი ქართველი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

სტატიის ავტორი
-