Belive

ტექნიკური ნოკაუტი 22 წამში - 41 წლის მოკრივემ მეტოქე უშანსოდ დაამარცხა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

"Creator Clash"-ის ივენთზე, ორი ინფლუენსერის, 41 წლის ნათან ბერნატისა და 26 წლის მეთ უოტსონის დაპირისპირება შედგა. ყველასათვის მოულოდნელად, ბრძოლა ბერნატის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც თავიდანვე აგრესიულად შეუტია და ახალგაზრდა მოწინააღმდეგე 22 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 26 წლის უოტსონი, მოწინააღმდეგის დარტყმების მოგერიებას უშედეგოდ ცდილობდა და კონცენტრაციის დაკარგვის შემდეგ, რეფერი იძულებული გახდა ბრძოლა შეეჩერებინა. 22 წამში შესრულებული ტექნიკური ნოკაუტის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.