Belive

თბილისის გრან პრი - 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი!

5 წლის წინ სხვა
2 წთ
თბილისში სტარტი აიღო ძიუდოში ყოველწლიურმა გრან პრიმ. პირველ დღეს უკვე გამოვლიდნენ ის ძიუდოისტები რომლებიც მედლებისთვის იბრძოლებენ. 60 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ლუხუმ ჩხვიმიანი,  მეორე ეტაპზე მან ყაზახი ჟენისბეკ ჟაკისბეკი ოქროს დროში იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის გაფრთხილებებით სძლია. ნახევარფინალში ლუხუმმა მონღოლ ბოლდბაატარ განბატს წუთსა და 26 წამში იპონი სძლია და ფინალში 2016 წლის ევროპის ჩემპიონს, ფრანგ ვალიდე ხიარს დაუპირისპირდება. მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ჯაბა პაპინაშვილი. ჯაბა საწყის ეტაპზე უკრაინელი დილშოთ ხალმატოვის ძლევის შემდეგ სწორედ მონღოლ განბატთან დამარცხდა რომელსაც მოგვიანებით ჩხვიმიანმა სძლია. რეპეშარჟში კი ფელიპე კიტადაი ზუსტად 1 წუთში დააიპონა. მესამე ადგილისათვის ჯაბა უკრაინელ არტიომ ლესიუკს დაეჭიდება. 66 კგ. წონით კატეგორიაში ოქროსთვის იბრძოლებს გიორგი თუთაშვილი. ფინალისაკენ მიმავალ გზაზე მან პორტუგალიელი ოლეინიკი, აზერბაიჯანელი ბაბაზადა და მონღოლი დოვდონი ვაზარებით, ხოლო ინდოელი სინგ საინი იპონით დაამარცხა და ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელს ტალ ფლიკერს შეხვდება. ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი იბრძოლებს. ირლანდიელი ბარნსისა და რუსი არდანოვის დაიპონების შემდეგ ბაგრატი ინდოელ საინთან დამარცხდა, რეპეშარჟში კი მონღოლ დოვდონს სძლია და მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ იბრაჰიმოვს შეხვდება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები