Belive

თბილისის გრან პრი 2019 - კენჭისყრის შედეგები და ჩვენი მეტოქეები

5 წლის წინ სხვა
5 წთ
29-31 მარტს თბილისში ძიუდოს ტრადიციული გრან პრი გაიმართება. დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა კენჭისყრა სადაც ჩვენი მეტოქეები შემდეგნაირად განაწილდა. 60 კგ. ამ წონაში ისევე როგორც სხვა წონებში 4 მონაწილით წარვდგებით. პირველ ეტაპზე ირაკლი კუპატაძე თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაიევს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროსმედალოსანს ფრანგ ვალიდე ხიარს შეხვდება. თემურ ნოზაძე პირველ ეტაპზე აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს შეხვდება. პირველ ეტაპზე ისვენებს ლუხუმ ჩხვიმიანი, მეორე ეტაპზე მისი მეტოქე ყაზახ ჟაკისბეკ ჟენისბეკსა და ბერძენ გეორგიოს კოროციდისს შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ეტაპიდანვე ჩაერთვება შეჯიბრში ჯაბა პაპინაშვილი, მის წინააღმდეგ კი უკრაინელი დილშოთ ხალმატოვი წარსდგება, გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით ჯაბას მეტოქე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი მონღლი ბოლდბაატარ განბატი იქნება. 66 კგ. გიორგი გუგულაშვილი პირველ ეტაპზე დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ბელარუსი დიმიტრი შერშანი იქნება. ასევე მეორე ეტაპიდან იწყებს ნიკო ჭიკაიძეც რომელიც უკრაინელ არტიომ ფალკივსკის დაუპირისპირდება. მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ტურნირში წლევანდელი ეკატერინბურგის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანი ბრაგრატ ნინიაშვილიც რომელიც ირლანდიელ ნათონ ბარნსს შეხვდება. მეოთხე ჩვენებური ამ წონაში გიორგი თუთაშვილი იქნება, რომელიც პირველ ბრძოლაში მეორე ეტაპზე პორტუგალიელ სერგიუ ოლეინიკს შეხვდება. 73 კგ. პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება ბრძოლაში ფრიდონ გიგანი, მისი მეტოქე მონღოლი ჩოიჯილსურენ განბოლდი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი შვეიცარიელ ნილს სტუმპს შეხვდება. ვალერი იაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზზე ბელარუსი დიმიტრი მინკოუ იქნება. მეორე ეტაპზე გამართავს პირველ ბრძოლას გიორგი ჩიხელიძე, მის წინააღმდეგ თურქმენი შატლიკ ჯუმანიაზოვი იქნება. მეოთხე მონაწილე ამ წონაში ლაშა გიუნაშვილი იქნება რომელიც მეორე ეტაპზე ბელარუს ვადიმ შოკას შეხვდება. 81 კგ. გიორგი კაციაშვილი მეორე ეტაპზე გერმანელ ჰანეს კონრადს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე დიდი ალბათობით წონის ფავორიტი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი იქნება. მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ბრძოლაში ბექა დონღვანი, მისი მეტოქე უზბეკ კამოლიდინ რასულოვსა და საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვასილეიოს ბალამპანაშვილს შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ეტაპიდანვე იწყებს ტატო გრიგალაშვილი რომელიც თურქმენ დაიანჩ ომიროვს დაუპირისპირდება. იტალიელი მატეო მარკონჩინის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს კობა მჭედლიშვილს, ეს ბრძოლა მეორე ეტაპზე შედგება. 90 კგ. ამ წონის ბრძოლებს გიორგი პაპუნაშვილი გახსნის ვინც შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს დაუპირისპირდება. შედარებით ადვილი მეტოქე ერგო ბექა ღვინიაშვილს, იგი სეიშელების წარმომადგენელს, ნანტენაინა ფინესეს შეხვდება. ტატამზე ვიხილავთ ავთანდილ ჭრიკიშვილს, ის ბელარუს ვიკტარ კლიავუსაუს შეხვდება. უზბეკი მეტოქით იწყებს უშანგი მარგიანი. მერვედფინალში გასასვლელად მას დავლატ ბობონოვის დამარცხება მოუწევს. 100 კგ. ლაშა ტაველურის მეტოქე პირველ ეტაპზე ლიტველი კაროლის ბაუზა იქნება, ამ ბრძოლაში გამარჯვებული კი ბელარუს დანიელ მუკეტესა და რუს ოლეგ იშიმოვს შორის უმჯობესს შეხვდება. ჟასულან მუხამეტხანოვის წინააღმდეგ წარსდგება გიორგი ბერიაშვილი. ამერიკელი ელ ეი სმიტის დამარცხების შემთხვევაში ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეხვდება ონისე სანებლიძე. სომეხი არსენ ხანჯიანის წინააღმდეგ წარსდგება პირველ ეტაპზე გიორგი ჩიქოვანი. +100 კგ. ვახიდ დაურბეკოვს შეხვდება მეორე ეტაპზე ონისე ბუღაძე, გამარჯვების შემთხვევაში მისი მეტოქე ჰოლანდიელი როი მეიერი იქნება. მეორე ეტაპზე იტალიელ ვინჩენცო დარკოს შეხვდება გელა ზაალიშვილი ერთ ბადეში მოხვდნენ ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი. ადამი სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს შეხვდება მატიაშვილის მეტოქე კი აშშ-ელი აიაქს ტადეჰარა იქნება. გამარჯვებების შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.   ქალები - 48 კგ. თბილისში გახსნის სეზონს 18 წლის უკრაინელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დარია ბილოდიდი. სწორედ მას შეხვდება ნატალია ყიფშიძე იმ შემთვევაში თუ პირველ ეტაპზე თურქმენ აზიზა ნაზაროვას შეხვდება. ბრაზილიელ ნატალია ბრიგიდას დაუპირისპირდება მარიამ ციხელაშვილი, მარი მახარაშვილის პირველი მეტოქე კი ბრიტანელი კიმბერლი რენიქსი იქნება. 52 კგ. ამ წონაში ორი მონაწილე გვეყოლება, თურქმენ გულბადამ ბაბამურატოვას შეხვდება ტატიანა შუკვანი-ლევიცკა, მარიამ ჯანაშვილის მეტოქე კი ფრანგი ფაიზა მოკდარი იქნება. 57 კგ. კუბელ ანაილის დორვიგნისთან შეხვედრით გახსნის ტურნირს ეთერ ლიპარტელიანი, გამარჯვების შემთხვევაში მისი მეტოქე ჰონგ-კონგელ და გერმანელ ძიუდოისტებს შორის გამარჯვებული იქნება. 63 კგ. წონის ფავორიტი გერმანელი მარტინა ტრაიდოსი იქნება მზია ბებოშვილის პირველი მეტოქე. 70 კგ. 2013 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლაურა ვარგას კოხი იქნება მარიამ ჭანტურიას პირველი მეტოქე. 78 კგ. ამ წონაში მონაწილე არ გვეყოლება. +78 კგ. იტალიელი ელეონორა გერი იქნება სოფიო სომხიშვილის პირველი მეტოქე.

სხვა სტატიები