Belive

თბილისის გრანდ სლემი - დღე I: ტატამზე 10 ქართველს ვიხილავთ (პრევიუ)

3 წლის წინ სხვა
2 წთ
26-28 მარტს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი, თბილისის გრანდ სლემი გაიმართება. პირველი საშეჯიბრო დღე 09:30 საათზე, თბილისის ახალს სპორტის სასახლეში დაიწყება და საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში სამი წარმომადგენელი გვეყოლება. შაქრო შათირიშვილი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ მაროკოს წარმომადგენელი - ისამ ბასუ ეყოლება. ლაშა ჩადუნელიც განთესილი იქნება და მისი მეტოქე, მონღოლი - უნუბოლდ ხვაგაიამცსი იქნება. რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, იგი ყაზახ - ტოკტარ უმუტალიევს დაუპირისპირდება.

-66 კგ

-60 კგ-ს მსგავსად, -66 კგ წონით კატეგორიაშიც სამი წარმომადგენელი გვეყოლება. ერთ ბადეში არიან ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი. ვაჟა მარგველაშვილი მეორე ეტაპზე ყატარის წარმომადგენელ - აიოუბ ელიდრისს დაუპირისპირდება, ბაგრატ ნინიაშვილი კი პერუელ - ხუან პოშტიგოსთან ცდის მის ბედს. თუ ორივე ქართველი წარმატებით იასპარეზებს ნახევარფინალამდე, 1/4 ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება. ამ წონაში თავის ბედს ცდის ახალგაზრდა - ბექა წიფიანიც, რომელიც მეორე რაუნდში ისრაელის წარმომადგენელ - ამირ დანტეს შეხვდება.

-52 კგ

ქალების ამ წონაში 3 ქართველი სპორტსმენი იასპრეზებს. მეორე ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას მარიამ ჯანაშვილი, რომელიც პირველ დაპირისპირებას იტალიელ - ოდეტტე გიუფრიდასთან გამართავს. ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც მეორე ეტაპიდან იბრძოლებს და მისი მეტოქე, შვეიცარიის წარმომადგენელი - ფაბიენ კოჩერი იქნება. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება - მზია ბებოშვილი, რომლის მეტოქეც, ბრაზილიელი - ლარისა პიმენტა იქნება.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ეთერ ლიპარტელიანი. ეთერია ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბრიტანელი - ასელია ტოპრაკი იქნება. პირველი საშეჯიბრო დღე 09:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან, თბილისის ახალს სპორტის სასახლეში დაიწყება.

სხვა სტატიები