Belive

თემურ ქეცბაია კვიპროსის ეთიკის კომიტეტმა დააჯარიმა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
თემურ ქეცბაია კვიპროსის სპორტული სასამართლოს ეთიკის კომიტეტზე დაიბარეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს. საქმე ისაა, რომ "ანორთოსისსა" და "აპოლონს" შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი მწვრთნელი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ შევიდა და განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა. აღნიშნული ქმედება ეთიკის კოდექსის დარღვევად შეფასდა, რის გამოც, 52 წლის სპეციალისტმა ფულადი ჯარიმა მიიღო, თუ რა თანხაზეა კონკრეტულად საუბარი, ეს ჯერჯერობით უცნობია. კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ქართველების გუნდი "აპოლონთან" 1:3 დამარცხდა, ერთადერთი გოლის გატანა თორნიკე ოქრიაშვილმა შეძლო. 4 ტურის შემდეგ, "ფამაგუსტელებს" 7 ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას "ანორთოსისი" ნიქოზიის "ოლიმპიასთან" გამართავს.

სხვა სტატიები