Belive

თვითმკვლელობა მკვლელობის შემდეგ | ბელგიის სპა-ს ხელმძღვანელი და მისი მეგობარი ქმარმა მოკლა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ბელგიის ისტორიული ავტოდრომის (Belgian Spa Circuit) ხელმძღვანელი, ნატალი მალე და მისი მეგობარი ქალბატონი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 51 წლის ნატალი მალე და მისი მეგობარი ქალბატონი ენ ლაურენს დურვიე მალეს ქმარმა ერთ-ერთი აპარტამენტის საძინებელში დახოცა. წყაროს მტკიცებით, მალეს მეუღლემ წყვილს ინტიმური ურთიერთობის დროს შეუსწრო, რის გამოც ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის შემდეგ, ფრანს დუბუამ პოლიციაში დარეკა დანაშაული აღიარა და თავი მოიკლა. ბელგიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნატალი მალეს მეუღლემ მისი ფარული სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო. ნატალი მალე ბელგიის სპა-ს ავტოდრომის ხელმძღვანელად 2016 წელს დაინიშნა და მას შემდეგ ლეგენდარული "ტრეკის" მოდერნიზაციით აქტიურად იყო დაკავებული. შეგახსენებთ, სპა-ს ავტოდრომმა პირველ გრან პრის 1925 წელს უმასპინძლა და იგი სახელოვანი მიხაელ შუმახერის ერთ-ერთ საყვარელ ტრეკად ითვლება.