Belive

ტოჩინოშინმა კაკურიუ დაამარცხა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოჩინოშინმა სუმოს იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი (იოკოძუნა), მონღოლი კაკურიო დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ კაკურიო აღნიშნულ ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდა, ქართველმა გოლიათმა, ლევან გორგაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და დაამტკიცა, რომ ოძეკის ტიტულის ღირსეული მატარებელია. ამ ბრძოლის შედეგად, ტოჩინოშინს 7 მოგება და 4 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, რომ სუმოს იერარქიის რიგით მეორე რანგის, ოძეკის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინს დარჩენილ 4 ბრძოლაში 1 გამარჯვების მოპოვება ესაჭიროება. მომდევნო ბრძოლას ტოჩინოშინი კიდევ ერთ იოკოძუნასთან, უძლიერეს სუმოტორ ჰაკუჰოსთან გამართავს. ბრძოლა 20 სექტემბერს, დაახლოებით 12:30-ზე შედგება.

სხვა სტატიები