Belive

ტოჩინოშინი ბრუნდება | ბრძოლა მაკუუჩიში დარჩენისთვის...

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სუმოს სამყაროში 2021 წლის ბოლო სუპერტურნირი - კიუშუ ბაშო მიმდინარეობს. ბაშო 14 ნოემბერს დაიწყო და ტრადიციულად 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირის დაწყებამდე სუმოს გულშემატკივრებისათვის ტოჩინოშინის ტრავმის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა ქართველმა ფალავანმა ტურნირზე დაბრუნება იმ დროიდანვე დააანონსა და ასეც მოხდა - მე-5 საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი დოჰიოზე ბრუნდება. ამჟამად ქართველი მებრძოლი დასავლეთის მე-13 მაეგაშირაა, რაც მისთვის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი პოზიციაა. იქედან გამომდინარე, რომ ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი რეიტინგში დაბალ საფეხურზეა და ამავდროულად ბაშოს პირველი 4 საბრძოლო დღე გამოტოვა და ბალანსი 0:4-ზე აქვს, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მან უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლოს. შესაბამისად, ეს არის შანსი და ბრძოლა მაკუუჩიში (სუმოს უმაღლესი დივიზიონი) ადგილის შესანარჩუნებლად. კიუშუ ბაშოს მე-5 საბრძოლო დღეს, ტოჩინოშინს ოპონირებას აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა, კაგაიაკი გაუწევს, რომელიც ქართველმა სუმოისტმა აქამდე გამართული 10 დაპირისპირებიდან 8-ჯერ დაამარცხა.

სხვა სტატიები