Belive

ტოჩინოშინი : "ყველაფერი ხვალინდელ ბრძოლაზეა დამოკიდებული"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე წარუმატებლად ასპარეზობს რაც ძირითადად ტრავმითაა განპირობებული. Live.ge მეოთხე დღის დასრულების შემდეგ ტოჩის დაუკავშირდა და ახლანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა: "თავს ვერ ვგრძნობ კარგად, ყველაფერი ხვალინდელ ბრძოლაზეა დამოკიდებული, თუ დავმარცხდი მაშინ ალბათ ჩავეხსნები, მიუხედავად იმისა რომ ეს არ მსურს" - განაცხადა ტოჩინოშინმა. ხვალ ჩვენი ოძეკის მეტოქე პირველი მაეგაშირა და მოქმედი ჩემპიონი ასანოიამა იქნება, რომელთანაც წინა ბაშოზე სკანდალურად დამარცხდა.

სხვა სტატიები