Belive

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ცნობილია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს დილით გაირკვა ტოჩინოშინის მეტოქე, რომელსაც ლევანი ორშაბათს, ბაშოს მეცხრე დღეს დაუპირისპირდება. ჩენი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ბაშოს ტრავმისა და ორდღიანი შესვენების შემდეგ დღეს დაუბრუნდება. მიმდინარე ტურნირზე მას 3 გამარჯვება 2 მარცხი და 2 გამოტოვებული ბრძოლა აქვს, ასე რომ ახალბედა ოძეკის პირველი საზრუნავი დადებითი ბალანსია. აქამდე გამართულ 7 შეხვედრაში 6-ჯერ გამარჯვება ტაკაკეიშოს დარჩა, ხოლო 2018 წლის იანვრის ბაშოზე ლევანმა მეტოქე იორიკირით დაამარცხა. ამჟამად ტოჩინოშინის ბალანსი 7-0-ზეა დღეს კი მას მეორე მაეგაშირა ენდო დაუპირისპირდება. ტაკაკეიშო ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ პირველ ბრძოლას დღეს, კომუსუბი აოიამასთან ჩაატარებს

სხვა სტატიები