Belive

ტოჩინოშინის მეტოქე ნაგოია ბაშოს ბოლო დღეს ცნობილია

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ნაგოია ბაშოს ბოლო, მე-15 დღეს, ქართველო სუმოისტი, ლევან გორგაძე მე-16 მაეგაშირას, იუტაკაიამას შეხვდება. ბოლო დღის წინ, ორივე მებრძოლის ანგარიშზე 7-7 მოგება და 7-7 მარცხია. შესაბამისად, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, ორივე მათგანს გამარჯვება სჭირდება. ტოჩინოშინს, რომელიც ამჟამად მე-8 მაეგაშირაა, იუტაკაიამასთან ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს - აქამდე გამართული 7 ბრძოლიდან 6-ში სწორედ ლევანმა იმარჯვა. ამ მომენტისთვის ბაშოს 11-11 მოგებით იოკოძუნა ტერუნოფუჯი და მეორე მაეგაშირა იჩინოჯო ლიდერობენ.

სხვა სტატიები