Belive

ტოჩინოშინის მიერ მოგებული ბრძოლებით გამომუშავებული თანხა აკი ბაშოზე

5 წლის წინ სხვა
2 წთ
მოგეხსენებათ, 9-დან 23 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, შემოდგომის რიგითი პირველი ტურნირი აკი ბაშო მიმდინარეობდა, სადაც წარმატებით იასპარეზა ქართველმა ფალავანმა ლევან გორგაძემ - იგივე ტოჩინოშინი. ყველასათვის საინტერესო შეკითხვაზე თუ რამდენს გამოიმუშავებდა ჩვენი ქართველი გოლიათი სპონსორებისგან, პირველ რიგში დამოკიდებული იყო მათ რაოდენობაზე თითოეულ შეხვედრაში, რომელშიც გამარჯვება ლევანს დარჩა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ აკი ბაშოზე ლევანის ორთაბრძოლებს შედარებით უფრო ნაკლები სპონსორი ჰყავდა ვიდრე წინა ბაშოებზე, ეს გამოწვეული იყო ლევანის მდგომარეობით -  შეგახსენებთ, ლევანს მუხლის არეში მყესები აქვს გაგლეჯილი, ასევე მეოთხე დღეს მან ტრავმა მიიღო წარბის არეში, სადაც 6 ნაკერის დადება მოუწია, რაზეც იაპონელი კომენტატორები გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ მისგან ამ ბაშოზე წარმატებული ასპარეზობა გმირობის ტოლფასი იქნებოდა. აკი ბაშოზე ლევან გორგაძეს სულ მცირე 15-დან 8 მოგება სჭირდებოდა, რათა დაეფიქსირებინა დადებითი ბალანსი და დაეცვა სუმოს იერარქიაში ერთ-ერთი საუკეთესო წოდება - „ოძეკი“. ლევან გორგაძემ მე-14 დღის ბოლოს მოახერხა 8 მოგების დაფიქსირება, რასაც არ დაკმარდა და ბაშოს ბოლო დღეს მასსავით ოძეკის წოდების მატარებელ ტაკაიასუს დაუპირისპირდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში გახლდათ და ერთ-ერთ საუკეთესო ბაშოს ატარებდა, მაგრამ ლევანმა იგი მარტივად გააძევა დოჰიოდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია თითოეულ დღეს ყოველი შეხვედრის წინ დოჰიოზე სპონსორების ბანერებით წრეებს აკეთებენ (რაც უფრო დაძაბული და ინტერესისმომცველია შეხვედრა მით მეტი სპონსორია), თითოეული სპონსორი კონვერტში ათავსებს ფიქსირებულ თანხას - ამჟამად ქართულ ვალუტაში დაახლოებით 1400 ლარია. იმ შეხვედრებზე სადაც ლევან გორგაძემ გამარჯვება მოახერხა ჯამში 74 კენშოს გამომუშავება შეძლო რაც 103 600 ლარია, საიდანაც ნახევარი მას ეკუთვნის, ნახევარი კი მის ჰეიას (ჰეია - სავარჯიშო დარბაზი, სკოლა საიდანაც მოდიან სუმოისტები).

სხვა სტატიები