Belive

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუმოისტია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
გრძელდება 2020 წლის სუმოს პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო, სადაც ორი ქართველი გოლიათი ტოჩინოშინი და გაგამარუ ასპარეზობენ. ექს-ოძეკი ტოჩინოშინი ამჟამად დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა. პირველი სამი საბრძოლო დღის შემდეგ ქართველი სეკიტორის ბალანსი 1 მოგება და 2 მარცხია. ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე უმაღლესი დივიზიონის ყველაზე მცირეწონიანი სუმოისტი ენჰო იქნება. რაც შეეხება მეორე ქართველს, თეიმურაზ ჯუღელს ანუ გაგამარუს, ის რიგით მე-3, მაკუშიტას დივიზიონში ასპარეზობს. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიონალურ სუმოში ელიტარულ დივიზიონებად მხოლოდ მაკუუჩი და ჯურიო მიიჩნევა, მაკუშიტას დივიზიონში მებრძოლები ბაშოს განმავლობაში 7 ბრძოლას მართავენ. გაგამ პირველი შეხვედრა მე-2 საბრძოლო დღეს გამართა და დამარცხდა, მეორე ბრძოლას კი მე-4 დღეს ჩაატარებს.

სხვა სტატიები