Belive

ტოჩინოშინის საწყისი 2 დღის მეტოქეები ცნობილია

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონური სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით კორონავირუსის შემდეგ პირველი სუპერტურნირი ჩატარდება. 19 ივლისიდან ტოკიო სუმოს 15-დღიან ტურნირს უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობას ორივე ქართველი მებრძოლი, ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი და თეიმურაზ ჯუღელი ანუ გაგამარუ, მიიღებს. ტრადიციულად ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პირველი ორი დღის ორთაბრძოლები ცნობილია, მე-11 მაეგაშირა ტოჩინოშინი პირველ საბრძოლო დღეს ასევე მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდება. მეორე საბრძოლო დღე ტოჩისთვის ერთი შეხედვით უფრო რთული უნდა იყოს ვიდრე პირველი, ვინაიდან მისი მეტოქე გამოცდილი ბრაზილიელი რიკიში კაისეი იქნება. რაც შეეხება გაგამარუს ის რიგით მე-4 ანუ სანდანმეს დივიზიონში იასპარეზებს, ვინაიდან ხსენებული დივიზონი არაელიტარულია 15 დღის განმავლობაში გაგას მხოლოდ 7 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ მებრძოლებს, სუმოს პირდაპირ რეპორტაჟებს კი ტრადიციულად ყოველდღე, დილის 11 საათიდან იხილავთ.

სხვა სტატიები