Belive

ტოჩინოშინის საწყისი ორი მეტოქე ცნობილია!

3 წლის წინ სხვა
1 წთ
სუმოს მოყვარულებს წელიწადში 6 სუპერტურნირის ხილვა შეუძლიათ, თუმცა 2020 წელი პანდემიიდან გამომდინარე ამ მხრივ განსხვავებული გამოდგა, ვინაიდან მაისის ბაშო საერთოდ არ ჩატარდა. წლევანდელი წლის უკანასკნელი სუპერტურნირი ნოემბრის, ანუ კიუშუ ბაშოა, რომელიც 8 ნოემბრიდან იღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირზე იასპარეზებს ქართველი გოლიათი ტოჩინოშინიც, რომელიც მე-7 მაეგაშირას პოზიციაზეა წარმოდგენილი. ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე ცნობილია საწყისი 2 დღის შეხვედრები, შესაბამისად ვიცით თუ ვის წინააღმდეგ იასპარეზებს ტოჩინოშინი. ლევან გორგაძე პირველი დღის შეხვედრებს მე-6 მაეგაშირების წინააღმდეგ გამართავს, პირველ დღეს დასავლეთის წარმომადგენელ ტამავაშის დაუპირისპირდება, ხოლო მეორე დღეს აღმოსავლეთის მე-6 პოზიციაზე მყოფ ტაკარაფუჯის შეერკინება. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად მაღალხარისხიანი პირდაპირი ეთერის ყურება Live.ge-ის ვებგვერდსა და Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ყოველდღიურად 11:00 საათიდან, შეგეძლებათ.

სხვა სტატიები