Belive

ტოჩინოშინმა მოახლოებული ბაშოს შესახებ ისაუბრა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
8 სექტემბერს ტოკიოში წლის რიგით მეხუთე, აკი ბაშო აიღებს სტარტს. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, წინა ბაშოზე ტრავმის გამო დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის გამო კადობანში იმყოფება და კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში წოდებაში დაქვეითება ემუქრება. Live.ge ტოჩინოშინს მოახლოებული სუპერტურნირის შესახებ ესაუბრა: " რეაბილიტაცია გავიარე არამიშავს, მხარი კარგ მდგომარეობაში მაქვს, მუხლი სამწუხაროდ ქრონიკული ტრავმაა. წინა ბაშოსთან შედარებით ძალას უფრო ვგრძნობ, მაგრამ ტკივილი მაინც მაწუხებს, ეს ამინდები როცა ფუჭდება მაშინ განსაკუთრებით, წვიმები მაწუხებს. ვნახოთ, ვარჯიშით ვვარჯიშობ შეძლებისდაგვარად, ღმერთის წყალობით და ჩემი ძალებით უნდა შევეცადო რომ 8 ბრძოლა მოვიგო, რათა ტიტული არ დავკარგო."

სხვა სტატიები