Belive

ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური გვერდი გუნდის ნახევარმცველის, ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ტოდორ ნედელევი დღეს დილით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ყველა კვლევა ნორმალურია, რამაც სამედიცინო გუნდს საშუალება მისცა, იგი საქართველოს დედაქალაქში სასტუმროს ნომერში გადაეყვანა. იქ, ნედელევი დარჩება დაკვირვების ქვეშ და ეროვნული ნაკრების ექიმის დოქტორ ბისერ ბოჩევის მზრუნველობის ქვეშ, 22 ივნისს, ოთხშაბათს, სამშობლოში დაბრუნების მოლოდინით. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა ფეხბურთელის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა დეტალის ორგანიზება უკვე მოახერხა. ამ მიზნით, უზრუნველყოფილია სპეციალიზებული სანიტარული თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია საჭირო სამედიცინო აღჭურვილობითა და პერსონალით, რომლებიც შეასრულებენ ფრენას. ფინანსებს მთლიანად ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის ბიუჯეტი დაფარავს", - წერს ბულგარეთის ნაკრების ოფიციალური გვერდი.
11 ივნისს, უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებმა ფრედ ითამაშეს (0:0) სტუმარი გუნდის ორი ავტობუსი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიემართებოდა, ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ტოდორ ნედელევი მძიმედ დაშავდა და მას ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.  

სხვა სტატიები